სერტიფიკატები და ტრენინგებზე დასწრება

ტრენინგების რეზიუმე



                                  სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები~
წერილობითი ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების                                                                              ეროვნული ცენტრი.
ადგილი: ბათუმის მასწავლებლის სახლი.
ტრენერი: ნინო ვაშალომიძე; მზია სალაძე.
ტრენინგის ხანგრძლიობა: 2 დღე/ 11სთ.
თარიღი: 30.05/1.06-2014წ.
მიზანი და ამოცანები:

  • უმცროსი სასკოლო ასკის მოსწავლეთა თავისებურებები;
  • გაკვეთილის გეგმა;
  • კითხვის მეთოდები, მიდგომები,მოდულები;
  • წერის მეთოდები;
  • არგუმენტირებული ესე.
რეზუმე: ტრენინგი საინტერესო იყო, ტრენერები აქტიური და ყურადღებიანი. დავამუშავეთ მასალა, თუმცა დროის სიმცირის გამო ყველაფერს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ; განსაკუთრებით დამამახსოვრდა და გამოვიყენებ გაკვეთილის დაგეგმვისას დროის განაწილება ფაზების მიხედვით. ტრენინგი საინტერესო იყო თუმცა ჯერ კიდევ დამრჩა რაღაც საკითხები კითხვაგაუცემელი.

                                           



ბუნებისმეტყველება  I – VI კლასი

წერილობითი ანგარიში

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

ადგილი:    სსიპ ქ.ბათუმის #9 საჯარო სკოლა;

ტრენერი:  ელისო ომაშვილი;
ტრენინგის ხანგრძლიობა:  30 სთ;
თარიღი:  18 – 23 მაისი, 2013წელი;
მიზანი და ამოცანები:  საბუნებისმეტყველო საგნები ზოგადი მიმოხილვა, წინარე ცოდნის გააქტიურება, სწავლების მეთოდების დახვეწა;
რეზუმე:    ტრენინგი მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიურად, ტრენერი თეორიულ მასალას გვაწვდიდა ძალიან აქტიურად, მიმოვიხილეთ საბუნებისმეტყველო საგნები: ქიმია, ფიზიკა, ასტრონომია, გეოგრაფია, ბიოლოგია. მრავალი პრაქტიკული სამუშაო შევასრულეთ როგორც ჯგუფებში ასევე ინდივიდუალურად. ტრენინგზე დამუშავებული მასალა დამეხმარა გაკვეთილების უკეთ დაგეგმვასა და ჩატარებაში. თრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
  




მათემატიკა I – VI კლასი
წერილობითი ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
ადგილი:    სსიპ ქ.ბათუმის #6 საჯარო სკოლა;
ტრენერი:  ნიკა მარღიშვილი;
ტრენინგის ხანგრძლიობა:  24 სთ;
თარიღი:  ივნისი;
მიზანი და ამოცანები:საგნის თეორიული მასალის გახსენება და პრაქტიკულად განმტკიცება;      
რეზუმე:    ტრენერი თეორიულ მასალას გვაწვდიდა გასაგებად და მარტივად, დავამუშავეთ მრავალი თემა, როგორც ჯგუფებში ასევე ინდივიდუალურად. ტრენინგზე შევისწავლე ზოგიერთი ამოცანის უფრო მარტივი ხერხირთ ამოხსნა, რაც დამეხმარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის გასაგებად ავხსნა ამოცანის ამოხსნის პროცესი;

Комментариев нет:

Отправить комментарий